Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარაკეტო საფრთხის გამო მთელ უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა


5 დეკემბერს, რუსეთის ჯარების მხრიდან სარაკეტო იერიშის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა.

პოლტავის ოლქის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლუნინის განცხადებით, რეგიონში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

"პოლტავის რეგიონში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. დარჩით თავშესაფრებში", - მოუწოდა მან მოქალაქეებს.

მანამდე რაკეტის გაშვების შესახებ მსგავსი შინაარსის მიმართვა ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომაც გააკეთა.

5 დეკემბრის გამთენიისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს ასევე უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული ინფორმაცია დაშავებულების და ზარალის შესახებ.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ენერგოობიექტებს მესამე თვეა ინტენსიურად უტევენ, რამაც ქვეყანაში მწვავე ენერგოკრიზისი გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG