Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა გამართა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც „საშინაო უსაფრთხოებას“ მიეძღვნა


სამხედრო აეროდრომი ენგელსში, რუსეთი. 4 დეკემბერი, 2022 წელი
სამხედრო აეროდრომი ენგელსში, რუსეთი. 4 დეკემბერი, 2022 წელი

რუსეთის პრეზიდენტმა ონლაინ გამართა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც განმიხილეს „ქვეყნის საშინაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა“. ამის შესახებ იტყობინება კრემლის ვებსაიტი.

საბჭოს სხდომა შედგა იმ თავდასხმების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ფონზე, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინის დრონებმა განახორციელეს რუსეთის აეროდრომებზე, წერს „უკრაინსკა პრავდა".

საქმე ეხება არა მხოლოდ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებს, არამედ საზღვრიდან მოშორებულ არეალებს, რიაზანისა და სარატოვის ოლქებს რუსეთში.

6 დეკემბერს გავრცელდა ცნობა კურსკის აეროდრომზე ხანძრის გაჩენის შესახებ. 5 დეკემბერს რუსეთის მედია იტყობინებოდა, რომ რიაზანის მახლობლად აფეთქდა ნავთობმზიდი, რომელსაც დრონი დაეცა, ხოლო სარატოვის ოლქში, აეროდრომში უპილოტო აპარატი ბომბდამშენზე ჩამოვარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 5 დეკემბერს თავდასხმა მოხდა ორ აეროდრომზე რიაზანისა და სარატოვის ოლქებში, სადაც სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG