საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 10:42 საათზე მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთის ტერიტორიაზე, დაღესტანში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს ტერიტორიაზეც.
ინფორმაციის განახლება: 11:00 საათის შემდეგ, სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა დააზუსტა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 57 კილომეტრში იყო.