Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატია შენგენის ზონას შეუერთდება


შენგენის ზონის რუკა. 2022 წლის მდგომარეობა.
შენგენის ზონის რუკა. 2022 წლის მდგომარეობა.

ხორვატიამ თანხმობა მიიღო, შენგენის ზონის ნაწილი გახდეს 2023 წლის იანვრიდან.

ამის შესახებ ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩეხეთმა.

გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების სხდომაზე ბრიუსელში. ცნობაში არაფერია ნათქვამი შენგენის ზონის წევრობის სხვა კანდიდატების, რუმინეთის და ბულგარეთის შესახებ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, შენგენის ზონაში რუმინეთის გაერთიანებას არ ეთანხმებოდა ავსტრია, ხოლო ბულგარეთისას - ნიდერლანდი.

შენგენის ზონაში, რომლის შიგნით გადადგილება საპასპორტო კონტროლის გარეშე ხდება, ევროკავშირის წევრი 26 ქვეყანა, ასევე ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია შედიან. შეთანხმება 1999 წელს შევიდა ძალაში. სულ შენგენის ზონის ტერიტორია 4,5 მილიონი კვადრატული კილომეტრია.

XS
SM
MD
LG