Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო: ილია მეორის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება


საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდება და ამის მიზეზად უკრაინასა და მსოფლიოში არსებულ რთულ ვითარებას ასახელებს.

„უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებით, არ იგეგმება არც ეკლესიათა მეთაურების, მათი წარმომადგენლების ან საერო პირთა მოწვევა.

XS
SM
MD
LG