Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WP: რუსეთ-უკრაინის ომში საკვანძო მნიშვნელობა შეიძლება შეიძინოს ყირიმის თაობაზე კონფლიქტმა


რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომში საკვანძო მნიშვნელობა შეიძლება შეიძინოს კონფლიქტმა ყირიმის ნახევარკუნძულის გარშემო, რომლის ანექსირება რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, წერს ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი.

იმ პირობებში, როცა არცერთ მხარეს არ სურს ამ საკითხში დათმობა, მცირე შანსები რჩება სამშვიდობო შეთანხმებისთვის და შესაძლოა, ომი ათწლეულების განმავლობაში გაიჭიმოს, მიაჩნია ამერიკულ გამოცემას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოქტომბერში განაცხადა, რომ უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება იქნება ჭეშმარიტი მშვიდობის აღდგენა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის უკრაინის ნახევარკუნძულის ანექსია იქცა საყრდენად მისი მემკვიდრეობისთვის, რომელიც დაინგრევა ყირიმის დაკარგვის შემთხვევაში, აღნიშნავს The Washington Post-ი.

„ყირიმზე პრეტენზიების ურყეობა ცხადყოფს, რომ კონფლიქტის გადაჭრა შეუძლებელია, და ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ნახევარკუნძულისთვის ბრძოლა შემდგომი სისხლისღვრის გარეშე გადაიჭრება,“ მიაჩნია The Washington Post-ს.

XS
SM
MD
LG