Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიზა იასკო კადრების შესახებ: ხალხი ხედავს, რომ სააკაშვილს ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ 


ლიზა იასკო, უკრაინის „ვერხოვნა რადის” დეპუტატი
ლიზა იასკო, უკრაინის „ვერხოვნა რადის” დეპუტატი

უკრაინის „ვერხოვნა რადის” დეპუტატი, მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი ლიზა იასკო „TV პირველის" ეთერში გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტის კადრების გავრცელებას.

„ეს კადრები ჩემთვის საშიშია. ერთი მხრივ, კარგია, რომ ეს კადრები გავრცელდა, რადგან ჩვენ დავინახეთ ის აბსურდი, რასაც საქართველოს ხელისუფლება სჩადის. ისინი, ვინც ეს კადრები გამოაქვეყნა, ელოდებოდა სრულიად სხვა რეაქციის, თუმცა ხალხი ხედავს, რომ სააკაშვილს ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. „ფეიკები", რომ ის კარგადაა, საზოგადოებაში არ მუშაობს.
ცუდია, რომ საქართველოში ეს ხდება, არცერთმა ადამიანმა ეს არ უნდა გაიაროს, რასაც მიშა გადის. ადამიანის ღირსება უნდა იყოს დაცული. და რაც ხდება საქართველოში, ეს არის შორს იმ ფასეულობებისგან, რისთვისაც ჩვენ ახლა ვიბრძვით უკრაინაში. გუშინ რაც ჩვენ ვნახეთ, არის საშინელება. ეს არის ვიღაცის ორგანიზებული, რომ სააკაშვილის მტრები გაართოს. მინდა გითხრათ, რომ თვით რუსეთშიც კი ხშირად უშვებენ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პატიმრებს ციხიდან. არ ვიცი, რატომ ხდება საქართველოში დღეს სხვაგვარად",
- თქვა ლიზა იასკომ [„TV პირველის" თარგმანი].

პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკა "ვივამედის" პალატაში ყოფნის ამსახველი კადრები 14 დეკემბერს გაავრცელა.

გუშინვე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო სხდომა, რომელსაც ექსპრეზიდენტი არ დასწრებია - პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს ოფიციალური წერილით აცნობა, რომ "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არქონის გამო ვერ ჩართავდა პატიმარს დისტანციურად.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. მორიგი სხდომა 22 დეკემბერს არის დანიშნული.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.

"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.

XS
SM
MD
LG