Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისტორიული ძეგლის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო


კადრი ვიდეოდან
კადრი ვიდეოდან

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში, ნიახურის ციხის დაზიანების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე 2 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

ვიდეო, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც შსს-მ გამოძიება დაიწყო, ფეისბუკში 15 დეკემბერს გავრცელდა. ვიდეოში, რომლის გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია, ორი ადამიანი ჩანს, ერთ-ერთი ციხის შესასვლელ კარს ფეხს ურტყამს. ორივე რუსულ ენაზე ლაპარაკობს.

შს სამინისტრო ამ ეტაპზე არ უპასუხებს შეკითხვას, იდენტიფიცირებული არიან თუ არა პირები, რომლებიც ვიდეოში ჩანან და გამოჰკითხეს თუ არა ისინი უკვე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ გამოძიების დაწყების თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივმა თვითმმართველობამაც მიმართა.

ნიახურის ციხე XVIl-XVIII საუკუნის ძეგლია. კარი, რომელსაც ახალგაზრდა კაცი ფეხს ურტყამს, ისტორიულ ძეგლზე ეზოს მხრიდან არის გაჭრილი. სამსართულიანი ციხე საგარეჯოში საავტომობილო გზასთან ახლოს, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG