ესტონეთის ქალაქ ვირუში მდებარე სამხედრო ნაწილში აშშ-ის არმიის ქვეითი ჯარის ასეული ჩავიდა. ესტონური სამაუწყებლო კომპანია ERR-ის ცნობით, ასეულის სამხედრო მოსამსახურეები ესტონეთის შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეით ბრიგადასთან ერთობლივ ვარჯიშებს ჩაატარებენ.
ამერიკული ასეული ბალტიის ქვეყანაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ჩავიდა. მანამდე მადრიდის ნატოს სამიტზე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპელ მოკავშირეებს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას დაჰპირდა.
ჯარისკაცების გარდა, აშშ-მა ესტონეთში გადაისროლა ასევე HIMARS-ის სარაკეტო სისტემები, ასევე მართვისა და კონტროლის სისტემები. ამერიკული შენაერთები მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად თავდაცვის ძალებთან ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.
ესტონეთში ამჟამად იმყოფება ასევე ნატოს მოწინავე ძალების საბრძოლო ჯგუფიც. საფრანგეთისა და დანიის შეიარაღებული ძალების ნაწილების და, ასევე ისლანდიის ერთი ექსპერტისგან შემდგარ ქვედანაყოფს, დიდი ბრიტანეთის შტაბი ხელმძღვანელობს. ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეს კი როტაციის წესით გერმანიის საჰაერო ძალების გამანადგურებლები იცავენ.