Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველი დრო


ავტორი: ლუკა კერესელიძე

ძველი დრო მომენატრა.

აი ის დრო მომენატრა ერეკლე დეისაძე რო წიგნს ან კლიპს გამოუშვებდა და ამაზე მთელი ამბები ხდებოდა.

აი ის დრო მომენატრა „მძიმე კაცი“ რომ „თამამ“ კითხვებს უსვამდა რესპოდენტებს და ბევრ ნახვას აგროვებდა მერე გადაცემა.

აი ის დრო მომენატრა ქართველი პანკ-როკები რო რუსთაველის ძეგლთან იკრიბებოდნენ.

აი ის დრო მომენატრა ქუჩის გამოკითხვების ვიდეოები რომ პოპულარული იყო.

აი ის დრო მომენატრა გახარიამ რომ „ბოდიში“ თქვა და ხალხს ეგონა რევოლუცია იწყებოდა.

აი ის დრო მომენატრა ნათლისღებაზე რომ სულ სხვა რამე გვახსენდებოდა.

აი ის დრო მომენატრა ზაზა ბურჭულაძე რო თავის ჩანაწერებს აქვეყნებდა და მწვავე პოლემიკას იწვევდა.

აი ის დრო მომენატრა ყველა რომ „ირინა ფრუიძის სასწაულს“ უყურებდა.

აი ის დრო მომენატრა კინო „რუსთაველში“ რო ტომ კრუზის ფილმები გადიოდა.

აი ის დრო მომენატრა მაია მიმინოშვილი რო ყველაზე მოთხოვნადი პიროვნება იყო ზაფხულობით.

აი ის დრო მომენატრა coub-ები რო ტრენდში იყო.

აი ის დრო მომენატრა „შუა ქალაქში“ რომ რეიტინგებს წერდა და ყოველ შაბათ-კვირას ხალხი გულითადად ელოდებოდა.

აი ის დრო მომენატრა მე-6 მილიონე ტურისტი რო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მიიწვიეს.

აი ის დრო მომენატრა ენრიკე იგლესიასმა რო საქართველოში გოგოს აკოცა.

აი ის დრო მომენატრა როცა გლდანის შაურმა პოპულარული არ იყო.

აი ის დრო მომენატრა „კომედი შოუ“ რო ჯერ კიდევ სასაცილო იყო.

აი ის დრო მომენატრა „ჰელოუინის“ საწინააღმდეგო აქციები რო ეწყობოდა.

აი ის დრო მომენატრა მაია ასათიანის „პროფილი“ რო პოპულარული იყო.

აი ის დრო მომენატრა „მყუდროს“ გამო რო უყურებდნენ სერიალს.

აი ის დრო მომენატრა კოკა კოლა რო 1,10 ღირდა.

მოკლედ, ძველი დრო მომენატრა, სანამ ყველა ამბავს ქოცობა გადაყლაპავდა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG