Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა


არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონობას ზეიმობს
არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონობას ზეიმობს

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონი ფეხბურთში არგენტინის ნაკრებია. არგენტინელებმა ფინალში საფრანგეთის ნაკრებს პენალტების სერიაში მოუგეს და მსოფლიოს უძლიერესი ნაკრების ტიტული მესამედ მოიპოვეს.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. დამატებით დროში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც უფრო ზუსტად არგენტინელებმა დაარტყეს - ანგარიშით 4:2 მოიგეს და მესამედ გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები. პირველი ორი ტიტული მათ 1978 და 1986 წლებში მოიპოვეს.

მსოფლიოს ჩემპიონატის ბედი პენალტების სერიაში მესამედ გაირკვა. პირველად 1994 წელს, როცა ბრაზილია გახდა ჩემპიონი, მან იტალია დაამარცხა. მეორედ - 2006 წელს იტალიამ აჯობა საფრანგეთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG