Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ბელარუსში ჩავიდა


რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს მოლაპარაკებამდე. მინსკი, 19 დეკემბერი, 2022 წელი
რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს მოლაპარაკებამდე. მინსკი, 19 დეკემბერი, 2022 წელი

რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ბელარუსში მოლაპარაკება გამართეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე.

ბოლო სამი წლის განმავლობაში პუტინი მინსკში პირველად ჩავიდა. გავრცელდა ვარაუდი, რომ რუსეთის პრეზიდენტს მასპინძელზე ზეწოლის მოხდენა შეუძლია უკრაინასთან ომში ჩაბმის მიზნით.

ლუკაშენკამ პუტინს უთხრა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ბოლო ხანს მთავარი საკითხები თავდაცვა და უსაფრთხოებაა. „რთული დრო მოითხოვს ჩვენგან პოლიტიკურ ნებას და მიზანდასახულობას, ჩვენი დღის წესრიგის ყველა საკითხში შედეგების მისაღწევად," - აღნიშნა ლუკაშენკამ.

პუტინმა მინსკში განაცხადა, რომ "რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს "გადასანსვლით," ამაში არ არის მიზანშეწონილობა."

სხვათა შორის, პუტინმა მინსკში გამოაცხადა, რომ ინარჩუნებს საქმიან ურთიერთობას საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან.

ბელარუსში პუტინის ვიზიტისას ორი ქვეყანა ენერგეტიკის სფეროში ფასების წარმოების პარამეტრებზე შეთანხმდა. ამის შესახებ კრემლის მმართველმა მოლაპარაკების შემდეგ გამოაცხადა.

ლუკაშენკას ოფისის თანახმად, წყვილს დაგეგმილი ჰქონდა პირისპირ შეხვედრა და შემდეგ, მინისტრებთან ერთად, ინტეგრაციის საკითხებზე მოლაპარაკება.

შეხვედრაზე ლუკაშენკამ მადლობა გადაუხადა პუტინს ბელარუსის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, რუსეთის დახმარებით ბელარუსი ამზადებს იმ თვითმფრინავების პილოტებს, რომლებსაც სპეციალური ტყვია-წამლის გადატანა შეუძლიათ.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარყო ვარაუდი, რომ რუსეთი ზეწოლას მოახდენს დასავლელ მეზობელზე, რათა უკრაინასთან ომი ჩაებას. პუტინის მინსკში ჩავიდა მაშინ, როცა რუსეთის არმია რაკეტებს უშენს უკრაინის ინფრასტრუქტურას კიევსა და მიმდებარე არეალებში.

XS
SM
MD
LG