Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა 16 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 4 და დონეცკის ოლქის 12 დასახლებულ პუნქტთან.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 6 სარაკეტო და 15 საავიაციო დარტყმა, მათ შორის ზაპოროჟიეს ოლქის სამოქალაქო ობიექტებზე და 64 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის ცნობითვე, მოწინააღმდეგე არტილერიის და ტანკების გამოყენებითაც უტევდა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის ოლქების დასახლებულ პუნქტებს.

უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 14 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 3 მართვის პუნქტი და პირადი შემადგენლობის თავმოყრის 2 რაიონი. გენერალური შტაბის ცნობითვე, ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის 3 უპილოტო საფრენი აპარატი.

XS
SM
MD
LG