Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი - კინზინგერი კობახიძეს


მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების კრიტიკას ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ტვიტერით გამოეხმაურა:

„ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი… იცი, ის კაცი, რომელიც შენ ქვეყანაში შემოიჭრა, ხალხი დახოცა და ახლაც ოკუპირებული აქვს? თქვენი ნამდვილი მტერი… სწორია?“, - წერს კინზინგერი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხალხს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკაშვილისადმი ლმობიერება გამოიჩინონ, განსაკუთრებით, შობის წინა პერიოდში.

ზელენსკის შეუერთდა მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუც და სააკაშვილის მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოხატა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებით, რომ უკრაინის პრეზიდენტის შეფასებას „ვერ ექნება განსაკუთრებული ფასი“; ხოლო მოლდოვის პრეზიდენტის მოწოდებაზე კობახიძე უპასუხებს, „სანდუმ უნდა მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG