Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ჩინეთის ლიდერი სამხედრო თანამშრომლობის განსახილველად რუსეთში მიიწვია


სი ძინ პინი და ვლადიმირ პუტინი
სი ძინ პინი და ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი პარასკევს ერთმანეთს დაუკავშირდნენ ვიდეოხიდის საშუალებით, რომლის დროსაც პუტინმა აღნიშნა, რომ გაზაფხულზე ელოდება სი ძინ პინის ოფიციალურ ვიზიტს მოსკოვში, რათა განიხილონ ჩინეთსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივები.

რუსეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნები, რომლებმაც ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში მოაქციეს რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო და გამოთქვა ჩინეთთან კავშირების განმტკიცების სურვილი.

თუმცა სი ძინ პინმა პუტინთან საუბარში არ დაადასტურა თანხმობა მოსკოვში ვიზიტზე.

როგორც Wall Street Journal-ი წერდა ერთი კვირის წინ, სი ძინ პინმა დაავალა ჩინეთის მთავრობას, რომ დაამყაროს რუსეთთან ძლიერი ეკონომიკური კავშირები. გამოცემა ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ჩინეთის ლიდერი ახალგაზრდობიდანვე იყო მოხიბლული რუსული კულტურით.

XS
SM
MD
LG