Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკის ყაზარმებზე თავდასხმას სავარაუდო ასეულობით მობილიზებული ემსხვერპლა - რუსეთი მხოლოდ 63 გარდაცვლილს ადასტურებს


უკრაინელი სამხედროები ამზადებენ ქვემეხებს რუსულ პოზიციებზე თავდასხმისთვის; 2023 წლის 1 იანვარი
უკრაინელი სამხედროები ამზადებენ ქვემეხებს რუსულ პოზიციებზე თავდასხმისთვის; 2023 წლის 1 იანვარი

უკრაინული არმია და პრო-რუსული აქტორების მზარდი რაოდენების პოსტები სოციალურ მედიაში ავრცელებენ ცნობებს ოკუპირებულ დონეცკის გარეუბან მაკეევკაში ახლადმობილიზებულების სამხედრო ბაზაზე ახალი წლის ღამეს თავდასხმის შედეგად მოკლული ასობით რუსი ჯარისკაცების შესახებ.

თუკი ეს ცნობები დადასტურდება, შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მსხვერპლის რაოდენობის გათვალისწინებით, რაც ომის დაწყებიდან 10 თვის განმავლობაში უკრაინამ განახორციელა რუსეთის შეირაღებულ ძალებზე.

შენობა, რომელიც თავდასხმის შედეგად ძლიერ დაზიანდა, სასწავლებელია კრემლის ქუჩაზე. რუსეთის მხარდამჭერი წყაროების ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 500-ს აღწევს. უკრაინელი ჟურნალისტები წერენ, რომ აქ მობილიზებულთა დიდი ნაწილი სარატოვის ოლქიდან იყო.

2 იანვარს უკრაინის არმიის სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოკლულთა რაოდენობა 400-ია, დაჭრილების რიცხვი კი 300-ს აღწევს. მათ განცხადებაში მომხდარის მიზეზად დასახელებულია "გამათბობელ მოწყობილობებთან უყურადღებოდ მოქცევა", თავდასხმის ავტორად კი "სანტაა" დასახელებული.

რადიო თავისუფლებას საომარი მოქმედებების გათვალისწინებით არ შეუძლია გადაამოწმოს გავრცელებული ცნობები - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს მხოლოდ 63 სამხედროს დაღუპვას და გარდაცვლილების ოჯახებს მხარდაჭერას და დახმარებას სთავაზობს.

პრორუსული ანგარიშები სოციალურ მედიაში, მათ შორის "ტელეგრამში" საუბრობენ რუსეთისთვის მიყენებულ ზიანზე და გამოთქვამენ ვარაუდს იმის შესახებ, რომ უკრაინამ თავდასხმა შესაძლოა "Himars"-ის ტიპის სარაკეტო სისტემებით განახორციელა, თავდასხმის დროდ კი 1 იანვრის 00:01 წუთი სახელდება.

XS
SM
MD
LG