Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

New York Times-ი: უკრაინა ძვირადღირებულ რაკეტებს იყენებს რუსეთის იაფი დრონების წინააღმდეგ


ირანული წარმოების დრონი კიევის თავზე
ირანული წარმოების დრონი კიევის თავზე

New York Times-ი წერს უკრაინელი სამხედროების წარმატებებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩამოაგდეს რუსეთის მიერ გაშვებული 80-ვე კამიკაძე დრონი. გაზეთი სვამს კითხვას: რამდენ ხანს შეძლებს უკრაინა ამ ძალისხმევის გაგრძელებას, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი ზომები საკმაოდ ძვირი ჯდება.

ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი „შაჰედ-136“, რომელსაც გამოიყენებს რუსეთი, შედარებით იაფია, მაშინ როცა შეიარაღება, რომელიც საჭიროა მის ჩამოსაგდებად, ბევრად უფრო ძვირი, ამბობენ ექსპერტები.

უკრაინის საკონსულტაციო კომპანია „მოლფარის“ ხელმძღვანელი, არტიომ სტაროსიკი მიიჩნევს, რომ რაკეტები, რომლებიც ანადგურებს დრონებს, შვიდჯერ უფრო ძვირია, ვიდრე თავად დრონები.

ერთი „შაჰედი“ შეიძლება 20 ათასი დოლარი ღირდეს. მაშინ, როცა „მიწა-ჰაერი“ კლასის რაკეტის გაშვება შეიძლება დაჯდეს 140 ათასამდე დოლარი საბჭოთა წარმოების S-300-ისა და ნახევარ მილიონამდე დოლარი ამერიკული NASAMS-ის შემთხვევაში.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ასეთი დისბალანსი შესაძლოა დაეხმაროს მოსკოვს და ძვირად დაუჯდეთ უკრაინასა და მის მოკავშირეებს.

„მოლფარის“ მონაცემებით, სექტემბერში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 600-მდე დრონი. სამხედრო საიდუმლოების გამო უკრაინის სამხედროები განსაკუთრებით ბევრს არ საუბრობენ მათი საჰაერო თავდაცვის დეტალებზე და მის ღირებულებაზე, აღნიშნავს New York Times-ი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG