Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ატლანტის ოკეანეში გაგზავნა ახალი ჰიპერბგერითი საკრუიზო რაკეტები


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 4 იანვარს ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში საბრძოლო ხომალდით გაგზავნა Zircon-ის ტიპის ახალი ჰიპერბგერითი საკრუიზო რაკეტები, რომლებიც, მისი თქმით, უნიკალურია მსოფლიოში.

თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან და ხომალდის ხელმძღვანელთან, იგორ კროხმალთან ვიდეოჩართვით საუბარში, პუტინმა თქვა, რომ ხომალდი აღჭურვილია Zircon-ის ტიპის ჰიპერბგერითი იარაღით.

"ამჯერად ხომალდი აღჭურვილია უახლესი ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემით, Zircon-ით, რომელსაც ანალოგი არ აქვს", - თქვა პუტინმა, რომელიც უკრაინაში დაწყებული ომის გამო კონფლიქტში იმყოფება დასავლურ სამყაროსთან. პუტინმა "სამშობლოს სასარგებლოდ" სამსახურის დროს წარმატება უსურვა ხომალდის ეკიპაჟს.

შოიგუს თქმით, ხომალდი გაცურავს ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში და ხმელთაშუა ზღვაში, ხოლო ჰიპერბგერითი რაკეტები ყველა ანტისარაკეტო თავდაცვით სისტემას დაამარცხებს.

რუსეთს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის კონკურენციაა ჰიპერბგერით იარაღთან მიმართებით. ამგვარი იარაღის სიჩქარე ბგერის სიჩქარეზე დაახლოებით ხუთჯერ მეტია და მათ მიიჩნევენ ნებისმიერ მეტოქეზე უპირატესობის მოსაპოვებელ გზად.

კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებთან შედარებით, ჰიპერბგერითი იარაღის სამიზნის გამოცნობა გაცილებით რთულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG