Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რბილი ძალა


ავტორი: ამირან კაპანაძე

უმეტესობა ჩვენგანს ვისაც ოდესმე სმენია რბილი ძალის შესახებ, ალბათ საკმაოდ ორგანიზებული ფორმის მეთოდურ შეტავად წარმოგვიდგენია, გავლენის აგენტების ერთობლივი მობილიზებით და იდეოლოგიური გზავნილებით - ახლა რომ „მესიჯბოქს“-ს ეძახიან იმით. თუმცა, გვავიწყდება რომ ჰიბრიდული ომი გუშინ არ დაწყებულა და კულტურული ანექსია ტროას ცხენებითაა სავსე.

ასე მაგალითად, ყველასთვის კარგად ცნობილი, ვითომ დისიდენტი მწერლების და საზოგადო მოღვაწეების კავკასიაში გამოშვება, რომლებიც ვითომ თავიანთი პროგრესულობის გამო, გარიყულობით იქნენ განდევნილნი თავიანითი პოლიტიკური ცენტრის მიერ და კავკასიაში გადმოსახლებულები. თითქოს პროგრესული და კარგი კაცი, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა თავის ხელისუფლებას არაპროპორციულ და არამეთოდურ მიდგომებში, უცებ განკვეთილი ელიტიდან და გადმოსროლილი მისთვის უჩვეულოდ მზიან და ყოველმხრივ სამოთხისდარ მხარეში. ზუსტად იმავე შოვინიზმს ავლენს ადგილობრივების მიმართ და იმპერიალისტური მოლოდინებით თითქმის დაუფარავად ამბობს, რომ კავკასია აუცილებლად დამორჩილდება ამაყი და თავნება რუსულ იმპერიულ მისწრაფებებს და მოუწევს საკუთარი ამბიციების დათმობა. ან კიდევ - როგორ პოეტურად აღწერს ქართველი თავადის ქალს თურქულ ჰარემში, რომელიც სექსუალურ ხორცად ჩააბარეს მას შემდეგ რაც მისი მამის ვალები აჰკიდეს, რომელიც ხსნას მოელოდა რუსული იმპერიის კარზე. რა ლამაზი მჭერმეტყველებით ამკობს რუსის კარზე შემწეობის მოლოდინში მყოფის უმწეობას, რომელიც იძულებულია ვალებში ჩაიხრჩოს და შედეგად ჰარემის ტყვედ დაახურდავოს შთამომავლობა.

თუმცა რა გვიკვირს?! ხალხს რომელსაც მშობლიურიდან არ შეუძლია შინაარსის გამოტანა თუ თვალწინ უფრიალებ მომხვდურის მჭერმეტყველებას, რომლითაც შეფარვით აკნინებ და უბრალოდ ბრიყვ აბორიგენებს ეძახი, რომლებიც ღვთის საჩუქარს დაგიძახებენ და ყველა თავიდანთი სიკეთით აგავსებენ. თან ამავდროულად სამყაროში, რაც კი ღირებულება შეუქმნიათ ფეხქვეშ გაგიფენენ და გაგაღმერთებენ იმას, ვინც თავის ტკივილად ექეცი საკუთარ სამშობლოს და საზოგადოებას. ამ დროს შეგიძლია თავი ღმერთადაც კი წარმოიდგინო, რომელსაც ეტრფიან, ცამდე აღამაღლებენ და დითირამბებს უმღერიან ოღონდ კი თავი მოაწონონ და ორიოდ საქები სიტყვა დააცდევინონ.

წარმოიდგინეთ ახლა რომ ამას სკოლასა და უნივერსი6ტეტებში ასწავლიან დამბყრობლებს, რომ შეგიძლიათ ქართველებს ამაყი, მაგრამ საკმაოდ ბრიყვი აბორიგენები დაუძახოთ, მაგრამ ამავდროულად დედაქალაქის ცენტრში ძეგლს დაგიდგამენ და იქვე მდებარე სკვერს შენს სახელს დაარქმევენ. როგორ ფიქრობთ? სხვა მოლოდინი ექნებათ მის თანამემამულეებს, გარდა იმისა რომ ფერხდით გაეფინებით და მათგან გამეტებული ყოველი გაღებული კეთილი სიტყვისთვის არ განერთხმებით მათი სიდიადის წინაშე?! სხვათა შორის, ეს ის კაცია მეორე რუსეთს რომ ვეძახით და კეთილგანწყობას მივაწერთ ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც დევნილი შეიფარა და ჯოჯოხეთური მოსკოვის შემდეგ ნამდვილი ალპური ზონის სამოთხე მოუწყო, არა მხოლოდ ბიოლოგიური - არამედ სოციალური გარემოთი. მისი მადლიერება კი იმაში გამოიხატა, რომ მეორე ხარისხოვან და მორჩილებისთვის გაჩენილ ეგზოტიკურ პირუტყვებად გაღიარათ, რომლებთანაც გაძღომა და სექსუალური ხორცით განცხრომა ფრიად აღსანიშნავი და პოეტურად შესამკობი ამბავია.

მათ შემგუებლობის და არასრულფასოვნების განცდა მთელ ინსტიტუციად გიქციეს, რომელსაც დღემდე „პრავასლავნიკურ“ ეკლესიას ეძახიან და თითქოს ბიზანტიური ორთოდოქსალური მემკვიდრეობის გამგრძელებელნი უბრალოდ სინანულის და არასრულფასოვნების განცდის მონღოლური ურდოს ტრადიციების მყიფე და უფორმო გაგრძელებას წარმოადგენენ. აქეთ გიწოდებენ ველურს და ათასწლეულის ტრადიციას უბრალოდ შლიან, მჭერმეტყველებასა და შემოქმედებას გიკრძალავენ მშობლიურ ენაზე და ის რომ შენი გენის უკანასკნელი წარმომადგენელი არ მოწყვიტეს - მოწყალებად მიითვლიან.

გგონიათ ახლა თავიანთ ტირანიას გამოქცეულნი ოდნავ მაინც გრძნობენ პასუხისმგებლობის გრძნობას იმ დატრიალებულ ბოროტებაში, რომელიც დღეს უამრავ ბავშვს აობლებს? ან გგონიათ ფეხებზე არ ეკიდათ როცა 2008 წელში მზად იყვნენ თბილისში შემოჭრისთის ოღონდ კი თავიანთი უპირატესობა და ძლევამოსილება დაემტკიცებინათ მთლიან კავკასიაზე? ან იქნებ გგონიათ რომ მართლა “პრავასლავნიკური” სატელიტისადმი უანგარო სიყვარულმა შეაჩერა უპირობო უზურპაციის მანქანა?!

სინამდვილეში სწორედ საკუთარ რეჟიმს „გამოქცეულების“ პასუხისმგებლობაა ის რაც ახლა ხდება მათი სამშობლოს სახელით, რომელსაც ტაშს და კვერს უკრავდნენ სანამ მის ძალადობრივ მისწრაფებებს არავინ უშლიდა ხელს და დაუსჯელად აგრძელებდა სისხლის ღვრას. თუ გგონიათ, რომ მათ სხვა წარმოდგენა აქვთ ეგზოტიკურ აბორიგენებზე, რომლებმაც „სუდა პაჟალუსტა“ უნდა დაუძახონ, ფეხქვეშ გაეგონ და „მიირტვი გენათსვალე“ უნდა ეძახონ სპეციფიკური აბორიგენული ტონითა და შემართებით?

სწორედ ზემოთ ხსენებული კაცის ძეგლი და სკვერი ამშვენებს თავისუფლების მოედანს, იქვე - გვერდით, იმ ხალხის სახელით რომელმაც შინაარსის გამოტანა არც მშობლიურიდან იცის და არც მიმდინარე შავი ზღისპირეთის მოვლენებიდან. შეგახსენებთ, რომ მათ რუსული კულტური დემონტაჟი მას შემდეგ დაიწყეს, რაც მტერი დედაქალაქის ქუჩებში მოიგერიეს და ახლა უკვე მთელი წელია მათ განდევნას ცდილობენ სხვა ქალაქების ქუჩებიდან. ისიც იმის გამოისობით, რომ ერთხელ არჩეულ კურსზე ბევრჯერ იყოყმანეს და თავისუფლებას უსაფრთხოება და „კეთილდღეობა“ არჩიეს შიგადაშიგ.

კიდევ ერთხელ გასაგებ მშობლირ ენაზე ვეცდები გითხრათ, რომ რუსული სახელმწიფო მარტო იმიტომ კი არ გვერჩის რომ ვოვა ძიას სიზმარში რაღაცა მოელანდა - არამედ იმიტომ, რომ მის ყველა მოსახლეს მეორეხარისხოვან აბოროგენებად წარმოვუდგენივართ, რომლებიც აეროპორტიდანვე უნდა დახვდენ და დამტვრეული რუსულით უნდა მოიპატიჟონ მზიან კავკასიაში კარგი დროის გასატარებლად. სწორედ ამიტომ ჰგონიათ, რომ მათი საკუთრებაა ყველა მათ მეზობლად მცხოვრები ხალხი, მათ ხომ სხვა დანიშნულება არ გააჩნია’ს’თ გარდა რუსი ხალხისთვის „პაეზდკებში“ იაფიანი დასალევისა და სექსუალური ხორცის მიწოდებისა გასართავად.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG