Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Land of opportunity


ავტორი: ანა ჯიქურიძე

Land of opportunity … Freedom… Human rights… Ayn Rand… Marvel… La la land… Sex and the City… Frank Sinatra… Apple… Microsoft… ეს არის ის სიტყვები, რაც დიადი აშშ-ის წარმოდგენასთან ერთად მაშინვე ჩნდება ჩემს გონებაში და კრავს ამერიკულ სამყაროს.

ჯერჯერობით არ მომცემია ამერიკულ მიწაზე ფეხის დადგმის და იქაური ჰაერის ჩასუნთქვის შესაძლებლობა, რომელსაც ზემოთ ნახსენები სიტყვების ელფერი დაკრავს, თუმცა სამხრეთ კავკასიიდანაც შესაძლებელია ამ ქვეყნის შეცნობა და მისით მოხიბლვა.

მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს არის სამყარო, სადაც თითოეულ ინდივიდს შეუძლია თავის შესაძლებლობებს მისცეს გზა ფართო, ოცნებები აისრულოს, გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი და იყოს უფრო მეტად ბედნიერი. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ის მოცემულობაა, რომ იქ ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი პოტენციალი მაქსიმალურად აითვისონ და გამოიყენონ, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე და იცხოვრონ ისე როგორც უნდათ. იქაური სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური წყობა და ყოველდღიური ცხოვრება, მაქსიმალურად რეალისტურია, რადგან ადამიანური ინსტინქტებისა და მოთხოვნების უარყოფა ან შელამაზება კი არ ხდება, არამედ ინდივიდი აღიარებულია მთელი თავისი ატრიბუტიკითა და რეალური სახით, და რაც მთავარია ამაში სასირცხვილო არაფერი არ არის. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, აშშ-ში ყველაზე გულწრფელი სახელმწიფო წყობაა შექმნილი და სწორედ ამიტომ ამართლებს კიდეც. თორემ ჩვენთვის კარგად ცნობილია სსრკ-ს სისტემა, სადაც უარყოფილი იყო ადამიანის ღირსება, თავისუფლება, ბუნებრივი მოთხოვნილებები და სურვილები, სადაც სირაქლემას პოზაში აცხოვრებდნენ ადამიანებს და შესაბამისად სავსებით ლოგიკური დასასრულიც ქონდა ამ რეჟიმს.

გულწრფელობა კი ყველგან და ყოველთვის ფასობს.

თუმცა ეს ყველაფერი ცხადია იმას არ ნიშნავს, რომ აშშ-ში ყველას ცხოვრება ია-ვარდით არის მოფენილი და უკლებლივ ყველას, ყველა ვარიანტში გარანტირებული აქვს წარმატებული და უზრუნველი ცხოვრება. წარმატებისთვის და უზრუნველი ცხოვრების მისაღწევად ყველგან, მათ შორის აშშ-ში, საჭიროა დიდი შრომა და ბრძოლა. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ აშშ-ში ისეთი სისტემაა შექმნილი, რომ იცი ადრე თუ გვიან აუცილებლად დაგიფასდება შენი ძალისხმევა და შრომა.

და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ შეიძლება არ მოიხიბლო და არ მოგინდეს იმ სამყაროს ნაწილი გახდე, სადაც ადამიანი, მთელი თავისი რეალური სახით, დაფასებულია? მე ნამდვილად მინდა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG