Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Red lipstick


ავტორი: ანა ჯიქურიძე

ცხოვრება ხშირად რთულია და უსამართლო, მაგრამ წითელი ტუჩსაცხი ყოველთვის თან მაქვს. ეს პატარა მაგიასავით არის, რომელსაც შეუძლია ამ ცხოვრების ლაფსუსების გამოსწორება და გიბიძგებს გზის გაგრძელებისკენ.

ზოგს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა იმის შესახებ თუ რა კონტექსტში მიმაჩნია ცხოვრება უსამართლო და კონკრეტულად რა კავშირი აქვს წითელ ტუჩსაცხს ამ ყველაფერთან. პასუხი კი ძალიან მარტივია: ხშირად სამყაროსგან ვერ ვიღებთ იმას რასაც ვიმსახურებთ ან/და რაც გვინდა. ხოლო წითელი ტუჩსაცხი განასახიერებს ჩვენს შინაგან სიძლიერეს, ბრძოლისუნარიანობას, დაუმარცხებლობას, მიზანდასახულობას და ამავე დროს იპყრობს გარშემომყოფთა ყურადღებას. ისტორიას თუ გადავხედავთ წითელი ტუჩსაცხი ისეთ ძლიერ ქალებთან ასოცირდება, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვებს ჩვენს მეხსიერებებში. მაგალითად, წითელი ტუჩსაცხი რკინის ლედად წოდებული მარგარეტ ტეტჩერის ერთგვარი სავიზიტო ბარათიც კი იყო. ან მე-19 საუკუნეში თუ გადავინაცვლებთ გაგვახსენდებიან სუფრაჟისტები, რომლებიც ერთდროულად მშვიდობიანი პროტესტის გზით იბრძოდნენ ქალებისთვის საარჩევნო ხმის უფლების მოპოვებისთვის და ამავე დროს, თავიანთი მაკიაჟითა და განსაკუთრებით წითელი ტუჩსაცხით ხაზს უსვამდნენ თავიანთ ფემინურობასა და ბრძოლისუნარიანობას. წითელმა ტუჩსაცხმა კიდევ შეიძლება ბევრი წარმატებული ადამიანი გაგვახსენოს, თუმცა ის მიანიშნებს მხოლოდ ერთს. კერძოდ, წითელი ტუჩსაცხის მატარებელი ქალი შინაგანად ძლიერია და სულით მებრძოლი, რომელსაც ყოველთვის აქვს მიზანი და იცის როგორ მიიღოს სასურველი.

პირადად მე წითელ ტუჩსაცხს ძირითადად სამ შემთხვევაში ვხმარობ:

  1. როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავარ და მჭირდება მორალურად ჩემი თავი გავამხნევო;
  2. როდესაც მორალურად თავს კარგად არ ვგრძნობ და ფეხზე წამოდგომისთვის მჭირდება თავში მიტრიალებდეს იმ წარმატებული ადამიანების ისტორიები, რომლებიც წითელ ტუჩსაცხს ხმარობდნენ დემონსტრაციულად;
  3. როდესაც მიზანთან ახლოს ვარ და ჩემი გამარჯვების ხაზგასმა მინდა.

ყოველ დღე თითოეულ ჩვენგანს ჩვენ-ჩვენი პატარ-პატარა ბრძოლები გვაქვს, რა დროსაც წითელი ტუჩსაცხი შეუცვლელი იარაღია. ასე რომ,

როდესაც სასურველი სამსახურის პოვნას დაიწყებთ, წაისვით წითელი ტუჩსაცხი;

როდესაც სამსახურს დაკარგავთ, წაისვით წითელი ტუჩსაცხი.

როდესაც პირად ცხოვრებაში პრობლემები გაქვთ, წაისვით წითელი ტუჩსაცხი.

როდესაც მიზნისკენ მიმავალ გზაზე მარცხს განიცდით, წაისვით წითელი ტუჩსაცხი.

როდესაც მიიღებთ სასურველს და აიხდენთ ოცნებას, წაისვით წითელი ტუჩსაცხი.

და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ როდესაც ქალს წითელი ტუჩსაცხის წასმა გუნება-განწყობას უკეთებს, მისი დამარცხება ძალიან რთულია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG