ირანში სიკვდილით დასაჯეს ალირეზა აკბარი, ირანის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელსაც ბრიტანეთის და ირანის ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა.
ინფორმაციას СNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, აკბარის სასიკვდილო განაჩენი 11 იანვარს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ის ირანის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს.
CNN-ის ინფორმაციით, ალერიზა აკბარი ასევე იყო სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. აკბარი ირანში 2019 წელს დააკავეს.