Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ხელისუფლება იუწყება ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე


ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის სამუშაოები, ხარკოვი
ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის სამუშაოები, ხარკოვი

14 იანვარს, დილით, რუსეთმა შეტევა განახორციელა კიევში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე - იუწყება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო. დაზარალებულების შესახებ ცნობებს ის არ აკონკრეტებს.

კიევის მცხოვრებნი იუწყებიან სულ მცირე ოთხ აფეთქებაზე, ქალაქში გამოცხადდა საჰაერო განგაში.

უკრაინის ხელისუფლება ასევე იუწყება ხარკოვის დაბომბვაზე, ქალაქში გაჩერებულია მეტროს მუშაობა. როგორც იუწყებიან, წინასწარი მონაცემებით ქალაქში ინფრასტრუქტურა დაიბომბა С-300-ის ტიპის სარაკეტო სისტემებით.

არის ცნობები აფეთქებებზე ბუჩაში და უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ ზაპოროჟიეში. სულ საჰაერო განგაშის სიგნალი 14 იანვრის დილას ქვეყნის ექვს რეგიონში გაისმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაბომბვებზე ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG