Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​​​​​​​ქვეყანაში, სადაც...


ავტორი: ქეთევან შარაშენიძე

ქვეყანაში, სადაც ნამუსახდილი ადამიანები „ღირსეულები“ არიან; ქვეყანაში, სადაც არ აფასებენ გმირებს; ქვეყანაში, სადაც არ არის სამართალი; ქვეყანაში , სადაც თავისუფლებას ყიდიან; ქვეყანაში, სადაც მტერი -მეგობარი ჰგონიათ; ქვეყანაში, სადაც დაუსრულებელი პარტიული ბრძოლა მიდის (ნაცებს და ქოცებს შორის); ქვეყანაში, სადაც კვდებიან შადრევანში მოთამაშე ბავშვები. სადაც ძალადობა გამართლებულია. სადაც არ არის პატივისცემა, ურთიერთგაგება. სადაც შური და ბოღმა უფრო მეტია, ვიდრე სიყვარული. სადაც სიღარიბე ჭარბობს. ქვეყანაში, სადაც სახლდება რუსი და სამუდამოდ მიდის ქართველი. ქვეყანაში, სადაც „მშიდობის ქალაქს“ ვარქმევთ ოკუპანტებით გატენილ თბილისს. ქვეყანაში, სადაც შორეულ მიწაზე მყოფ მებრძოლ ქართველებს შეურაცხყოფას აყენებენ; სადაც ახალგაზრდობადაკარგულ ბიჭების საფლავებთან მისულ ერთ ქვეყნის წარმომადგენელსაც ვერ ნახავთ; ქვეყანაში, სადაც მოღალატეები იმარჯვებენ; სადაც უსამშობლო კაცი - გმირია, მეომარი კი - ლაჩარი. ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ ვერ უსწავლიათ მტყუან-მართალის გარჩევა; ქვეყანაში, სადაც ერთმანეთის ჭამით გაუმაძღარი ბრბო ორ კილო კარტოფილზე ცვლის სამშობლოს... აი, იმ ქვეყანას არაფერი ეშველება!...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG