Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 კითხვა


ავტორი: ლუკა ოქროპირაშვილი

ინტერნეტგაზეთი სარდნაპალი

ამონარიდი პამფლეტიდან, “სამყაროს შავი ხვრელი”

თარიღი : 17 ოქტომბერი, 2030 წელი

ადგილი : ქვეყანა არშემდგალო, ქალაქი მორგისი.

სახელი / გვარი

სანი უსაქმურია.

დაბადების ადგილი და თარიღი

დაბადების ადგილი მორგისი, 10 ივლისი 2003 წელი. 27 წლის.

ოჯახური მდგომარეობა…

დაუოჯახებელი. მყავს დედა, მამა და პატარა ძმა.

ცოტა რამ თქვენი ოჯახის წევრების შესახებ…

ქალბატონი ანიტა (დედა), განათლებით ფილოლოგი, ყოფილი პედაგოგი. ამჟამად დიასახლისი.

ბატონი ლაშა-გიორგი (მამა) - ჩოხოსანი.

და საბუნა (ჩემი პატარა ძმა), ლიცენზირებული სომელიე და ამიერკავკასიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის მეორე მოადგილის თანაშემწე.

თქვენი ძირითადი პროფესია…

ქუჩათმცოდნე, ბირჟალოლოგი, უბნის სამართლის მეცნიერებათა დოქტორი, 2028 წლიდან. პროფესორი. არშემდგალოს საქმოსანთა ინსტიტუტის, ქუჩის სიმპოზიუმის ეტიკეტის, ესთეტიკის და ეთიკის განყოფილების გამგე. ვმუშაობ ავაზაკთა უმაღლესი საბჭოს მრჩეველად, ჟარგონის შემსწავლელი კულტურის და მეცნიერების დარგში.

ამჟამად რაზე მუშაობთ…

ამჟამად ვმუშაობ მორგისის ქუჩების სიმპოზიუმთა არქეტიპების ისტორიასა და თანამედროვე გამოწვევებზე, უბნის კოლექტიური ცნობიერების და იდენტობის, სხვადასხვა ფილოსოფიური ტრაექტორიების კონტექსტში.

რა ამოცანას ისახავს “ქუჩაი უძლეველის ევრაზიული კონგრესის” შექმნა?

ჩემი და ბატონი ბიჭი ხელმოცარულოვის ხელმძღვანელობით, უკვე რამდენიმე თვეა დაფუძნდა “ქუჩაი უძლეველის ევრაზიული კონგრესი”, რომლის მოწოდებაც არის ევრაზიაში მიმოფანტული უბნის საპროტესტო ხმების შეკავშირება, გაერთიანება და ქუჩის ზოგადსაკაცობრიო სინერგიის სამსახურში ჩაყენება.

ცოტა რამ თქვენი მიღწევების შესახებ…

გახლავართ დამსახურებული ოსტატი თვალის ცეცებაში. ვარ ჩინიანი შავსათვალიანი. 2025 წლის დასაწყისში, არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა ჩემს ტრადიციულ ჩაცუცქვის მანევრს. ასევე ვფლობ უსახოვანის (მორგისის წამყვანი უბნის და საძმოს) საპატიო მედიატორის წოდებას.

თქვენთვის სამაგალითო ქვეყანა…

რეგრესეთი.

თქვენი აუხდენელი ოცნება?

მარსზე ჩაცუცქვა.

რას ეტყოდით მკითხველს?

შემდეგი კითხვა !

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG