Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Adidas or Nike?


ავტორი: ანა ჯიქურიძე

ზოგჯერ აი ისეთი სიტყვების მოსმენა გვჭირდება ხოლმე, რომელიც ჩვენს თავში, სადღაცას საგულდაგულოდ გადამალულ და მივიწყებულ უნარებს გააღვიძებს და გააცოცხლებს. ასეთი სიტყვები და მოტივაციის წყარო გამოსაფხიზლებლად გვჭირდება, როდესაც სასოწარკვეთილებას მივეცემით ან/და ეჭვი გვეპარება ჩვენსავე შესაძლებლობებში და გვგონია, რომ ჩვენი ოცნებები ოცნებებადვე დარჩება. ასეთ დროს დიდი ფუფუნებაა ირგვლივ გყავდეს ისეთი ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც კარგად შემოგილაწუნებენ სახეში გონს მოსასვლელად. თუ არადა, აგერ კაცობრიობას Adidas-ისა და Nike-ის ბრენდები გვაქვს, რომელთა მთავარი სლოგანებიც ასე ჟღერს: Impossible is nothing და Just do it.

Impossible is nothing: Adidas-ის ბრენდი პირდაპირ გვეუბნება, რომ შეუძლებელი არაფერია. ეს სლოგანი ერთდროულად ძალიან ფართო და კონკრეტული შინაარსის მატარებელია. იმის წერას არ დავიწყებ თუ რას მოიცავს ეს სლოგანი, რადგან დარწმუნებული ვარ ისედაც ყველა კარგად ვხვდებით რაც იგულისხმება. მაგრამ ერთია ამ გამამხნევებელი სიტყვების მოსმენა და მეორეა ამ სიტყვების გათავისება და შესისხლხორცება. და რა ხდება მაშინ, როდესაც ვიწამებთ ამ ჯადოსნურ სიტყვებს და დავუჯერებთ? ადამიანი ურჩი არსებაა, რომლის დარწმუნებაც არც ისე მარტივი საქმეა. მაგრამ მთავარი სწორედ ის არის, რომ ადამიანმა უნდა დაიჯეროს ამ სიტყვების მნიშვნელობა და აი, ზუსტად მაშინ ხდება სასწაულების რეალობად გარდაქმნა. ლოგიკურად რომ დავფიქრდეთ, ასეთი მამოტივირებელი სიტყვები ასეთი გრანდიოზული და ძლევამოსილი ბრენდის სლოგანი ტყუილად ხომ არ იქნებოდა თუ მხოლოდ სიტყვებია და სხვა არაფერი? ცხადია, რომ არა. ეს სიტყვები აბსტრაქტული შინაარსის კი არა, კონკრეტული და ხელშესახები კონტენტის მატარებელია. ეს სიტყვები ისეთი მაგიური და მიმზიდველი ხომ არ იქნებოდა, მის უკან კონკრეტული ადამიანების წარმატების ისტორიები რომ არ იდგეს? ცხადია, რომ არა. ჰოდა ამ წარმატებული ადამიანების ისტორიები ის მაგალითებია, რაც ერთი შეხედვით ამ მარტივ სიტყვებს ძალას სძენს, შენც გარწმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია და გაძლევს იმედს, რომ ერთ დღესაც შენი ოცნებებიც რეალობად იქცევა.

Just do it: Nike-ის ბრენდისთვის კი მთავარი და უპირველესი მოქმედებაა. არ აქვს მნიშვნელობა გწამს თუ არა შენი შესაძლებლობების და არც შესაბამისი მომენტისთვის ლოდინი ღირს რამედ. შესაძლოა მოქმედების დასაწყებად შესაფერისი დრო არასოდეს მოვიდეს. დასაწყისისთვის მთავარია თუნდაც პატარა ნაბიჯი გადავდგათ და მიზნისკენ მიმავალ გზაზე, პატარა შედეგის დანახვისას მეტი მოტივაცია გაგვიჩნდეს და თავადვე დავრწმუნდეთ, რომ სასურველის მისაღებად ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რომ ადამიანის შესაძლებლობები განუსაზღვრელია.

ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით ჩვენი პიროვნული ხასიათითა და თვისებებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედების დასაწყებად ყველა სხვადასხვა მიდგომასა და გზას ვირჩევთ. მე პირადად Adidas-ს ვირჩევ - Impossible is nothing!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG