Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ებრძვის "ქართული ოცნება" მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას - გამოქვეყნდა MDF-ის კვლევა


ფოტოკოლაჟი
ფოტოკოლაჟი

"მედიის განვითარების ფონდი" "მითების დეტექტორის" პროექტის ფარგლებში აქვეყნებს კვლევას, რომელიც მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", სტრატეგიას აღწერს მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციასთან. კვლევაში წერია, რომ “სინამდვილეშის” ფეისბუკპოსტებს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მედია აქტიურად აშუქებს.

კვლევის მიგნებები:

  • "მმართველი პარტიის გვერდი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ოპონენტების განცხადებების ან ქმედებების სექსიზმად, სიძულვილის ენად ან ანტიდემოკრატიულ და დისკრედიტაციის კამპანიად შეფასებით იმ ცნებების დევალვაციას ახდენს, რომლებზეც აპელირებს";
  • “სინამდვილეშის” გამოქვეყნებულ პოსტებს რეგიონებსა და თბილისში საჯარო უწყებებში დასაქმებული პირები, რომლებსაც კანონმდებლობით პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის ვალდებულება აქვთ, რეგულარულად ავრცელებენ";
  • “სინამდვილეშის” პოსტებს საჯარო მოხელეები და პოლიტიკური თანამდებობის პირები კოორდინირებულად ავრცელებენ", " გავრცელებაში ჩართული არიან ყალბი ანგარიშებიც".

"ფეისბუკგვერდის სამიზნე ყველა ის აქტორია, ვინც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ შეფასებას გამოთქვამს, იქნება ეს სამოქალაქო აქტივისტი, არასამთავრობო და ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ექსპერტი თუ მედია საშუალება. მმართველი პარტიის სამიზნეები ადგილობრივ მედიებთან ერთად “ამერიკის ხმა”, “რადიო თავისუფლების” ქართული ბიურო და მათი ჟურნალისტებიცაა. ბოლო პუბლიკაციის გამო კი “სინამდვილეშის” სამიზნე, როგორც ზემოთ აღინიშნა, “ნიუ იორკ თაიმსის” ჟურნალისტიც აღმოჩნდა", - ნათქვამია კვლევაში.

ფეისბუკგვერდი "სინამდვილეში" 2021 წლის 9 ივნისს შეიქმნა და წერია, რომ "პლატფორმა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მხილებას ისახავს მიზნად".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG