Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ დავოსის ფორუმზე მიმართა მოკავშირეებს, ნუ აჭიანურებენ კიევისთვის იარაღის მიწოდებას


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოვიდა და მოკავშირეებს მოუწოდა, ნუ აჭიანურებენ მისი ქვეყნისთვის შეიარაღების მიწოდებას. მისი მიმართვა ვიდეოკავშირით გადაიცემოდა.

„ტირანია უსწრებს დემოკრატიას,“ მიმართა ზელენსკიმ ფორუმის მონაწილეებს. „მაშინ, როცა თავისუფალი სამყარო ფიქრობს, სახელმწიფო-ტერორისტი კვლას განაგრძობს.“

„2014 წელს მსოფლიო ორჭოფობდა, როცა რუსეთმა დაუფიქრებლად მოახდინა ყირიმის ოკუპაცია. მსოფლიო ორჭოფობდა 2022 წელს, როცა რუსეთმა დაეჭვების გარეშე დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი. მსოფლიო დღეს - და აღარასოდეს - აღარ უნდა ორჭოფობდეს. როცა ბოროტება ბრუნდება ხოლმე, მსოფლიოს სისწრაფე და სიმტკიცე სჭირდება. რუსეთი ტერორის ექსპორტს ეწევა და მსოფლიომ მასზე სწრაფად უნდა იმოქმედოს“, - თქვა ზელენსკიმ.

შემდეგ მან ისაუბრა კიევის ოლქში, ბროვარიში, ვერტმფრენის დაღუპვაზე, რასაც მინიმუმ 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ათი საათის წინ კიევის მახლობლად ტრაგედია მოხდა. ვერტმფრენის დაღუპვამ შეიწირა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, მისი კოლეგებისა და ეკიპაჟის სიცოცხლე, როცა ვერტმფრენი საბავშვო ბაღის მახლობლად ჩამოვარდა. უკრაინის თოთხმეტმა ოჯახმა დაკარგა დღეს ახლობლები და ომის გამო ბევრნი ყოველდღე კარგავენ“, - თქვა ზელენსკიმ და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილი ითხოვა.

„ომი მართლაც ნელდება ზამთარში. არის გასაგები გარემოებები და გასაგები მიზეზები. ყველა იქანცება: ბუნება, ადამიანები და, მადლობა ღმერთს, მტერიც. ეს ყველაფერი ასე გამოიყურება: ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში ყოველდღე გააფთრებული ბრძოლებია. ჩვენ მედგრად და მაგრად ვდგავართ [...] რაც შეეხება ჩვენი სახელმწიფოს ნაწილებს, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, ჩვენ ვითარებას ვაკონტროლებთ [...] ვხედავთ, რომ რუსეთი წინსვლას, გაძლიერებას და რევანშისთვის მზადებას ცდილობს. მიგვაჩნია, რომ ისინი ამას ვერ შეძლებენ, ვინაიდან ისინი ომობენ არა უკრაინის, არამედ ცხოვრებისადმი ცივილიზებული მიდგომის წინააღმდეგ“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG