Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში მანდატი ჩამოართვეს დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის ინტერვენციას უკრაინაში


აზამატ აბილდაევი
აზამატ აბილდაევი

ყაზახეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უფლებამოსილება შეუწყვიტა დეპუტატ აზამატ აბილდაევს, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, პოლიტიკას და უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას. მანამდე საპარლამენტო პარტია „აკ ჟოლმა“ (ყაზახეთის დემოკრატიული პარტია) აბილდაევი თავისი რიგებიდან გარიცხა.

ამის მიზეზი გახდა აბილდაევის მიერ რადიო თავისუფლების ყაზახურ სამსახურთან ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრება, რომ უკრაინასთან ომში ის მხარს რუსეთს უჭერს.

თანაპარტიელებმა თავიდან თქვეს, რომ ეს იყო აბილდაევის "პირადი აზრი", მაგრამ მოგვიანებით „აკ ჟოლის“ თავმჯდომარემ აზატ პეტრუაშევმა აღნიშნა, რომ აბილდაევის განცხადებები "ეწინააღმდეგება პარტიის პოზიციას და ასევე არღვევს პარტიის წევრისა და დეპუტატის ეთიკას."

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აზამატ აბილდაევს დეპუტატის მანდატი 19 იანვარს ჩამოართვა. წინა დღით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევამა დაშალა პარლამენტის ქვედა პალატა, მაჟილისი და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ვადად19 მარტი დაასახელა.

XS
SM
MD
LG