Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FT: ევროკავშირი განიხილავს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული ქონების გამოყენებას უკრაინის რეკონსტრუქციისთვის


შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებს კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდა იმისთვის, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის ჩამორთმეული, 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონება გამოყენებულ იქნეს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის - იუწყება Financial Times-ი 23 იანვარს.

მიშელის თქმით, მას სურს გაანალიზდეს გაყინული ქონების მოგების მოპოვებისთვის გამოყენების შესაძლებლობა და ეს მოგება შემდგომში უკრაინის რეკონსტრუქციაზე დაიხარჯოს, წერს ბრიტანული გამოცემა.

27 წევრისგან შემდგარმა ბლოკმა რუსეთის ქონება გაყინა უკრაინაში მოსკოვის არაპროვოცირებული შეჭრის პასუხად.

XS
SM
MD
LG