Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა გააუქმა სამმხრივი შეხვედრა შვედეთთან და ფინეთთან


რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრეზიდენტი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთმა განუსაზღვრელი ვადით გააუქმა სამმხრივი მექანიზმის შეხვედრა შვედეთთან და ფინეთთან, მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას სტოკჰოლმში გაიმართა საპროტესტო აქციები, რომლებიც ანკარამ დაგმო, იუწყება სახელმწიფო მაუწყებელი TRT 24 იანვარს.

შეხვედრა, რომელიც თებერვალში, ბრიუსელში უნდა გამართულიყო, ანკარის თხოვნით გადაიდო, აცხადებს TRT დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

ერდოანის პრესმდივანი მიმდინარე თვეში აღნიშნავდა, რომ შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც დაესწრებოდა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 23 იანვარს განაცხადა, შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს მის სწრაფვას ნატოში, მას შემდეგ, რაც სტოკჰოლმში, თურქეთის საელჩოსთან გაიმართა აქცია, რომელზეც ყურანის ასლი დაწვეს.

XS
SM
MD
LG