Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვება იქნება!" - ზურაბიშვილმა ზელენსკის დაბადების დღე მიულოცა


ფოტო არქივიდან: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო არქივიდან: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის, დაბადების დღე „ტვიტერის" ანგარიშზე მიულოცა.

„ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ! გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ამ დაუღალავ ბრძოლაში! თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვება იქნება! დიდება უკრაინას!" - მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი ზელენსკის.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 25 იანვარს, 45 წლის გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG