Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად „ენერგეტიკული ჰაბი" გახსნა


ევროკავშირმა უკრაინის მეზობელ პოლონეთში გახსნა ლოგისტიკური ცენტრი, „ენერგეტიკული ჰაბი“. ცენტრს ექნება ელექტროგენერატორების მარაგი, რომელსაც უკრაინა თავისი საჭიროებების მიხედვით, ოპერატიულად მიიღებს. ამ მიზნით ევროკავშირმა პოლონეთს გამოუყო 114 მილიონი ევრო.

ლოგისტიკური ცენტრი 26 იანვარს გახსნეს ევროკომისარმა იანეზ ლენარჩიჩმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ. ევროკომისრის განცხადებით, იმ ფონზე, როცა რუსეთი მიზანმიმართულად განაგრძობს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე შეტევას, პოლონეთში გახსნილი ცენტრი საგანგებო სიტუაციებში იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყარო უკრაინის ენერგეტიკისთვის.

რუსეთი გასული წლის შემოდგომიდან მიზანმიმართულ, მასირებულ შეტევებს ახორციელებს უკრაინის ენერგოობიექტებზე. ბოლო ასეთი თავდასხმა 26 იანვარს მოხდა. ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის მასობრივად დაზიანების გამო უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი მოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG