Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამგორის რაიონში მეორადი საბურავები იწვის


სამგორის რაიონში საბურავები იწვის
სამგორის რაიონში საბურავები იწვის

თბილისში, სამგორის რაიონში, მეორადი საბურავები იწვის. დაკვამლიანება შეიმჩნევა თბილისის სხვადასხვა რაიონიდან.

რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ადგილზე მისულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ცეცხლს აქრობენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თბილისში საბურავებს წვავენ. ასეთი შემთხვევები იყო გლდანის რაიონშიც. საბურავების წვის დროს გამოიყოფა მავნე ნივთიერებები, რომლებიც საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის.

არსებობს ვარაუდი, რომ დაზიანებულ საბურავებს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი მასში არსებული ლითონის ნაწილების გამოყენების მიზნით წვავს.

განახლება: როგორც რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძარი უკვე ჩამქრალია.

XS
SM
MD
LG