Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში მონაწილეობა 9363-მა ადამიანმა მიიღო - ხმის უფლება 49 638 ამომრჩეველს აქვს


კობა ნაყოფია
კობა ნაყოფია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ პარტიაში თავმჯდომარის არჩევნების მიმდინარე პროცესზე ილაპარაკა. მისი თქმით, 28 იანვრის შუადღისთვის ხმა 9363-მა ადამიანმა მისცა. კობა ნაყოფიას ცნობით, არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი - ანუ პირველადი სიიდან ამოიღეს პარტიის 118 ამომრჩეველი. „გაფილტვრის ჯგუფს მოუწია ძალიან მცირე დროში მუშაობა და არ გამოვრიცხავ, ერთეული შემთხვევები შესაძლოა, გაიპაროს. ყველა ადამიანი არის იდენტიფიცირებული. იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ზოგიერთი პარლამენტის წევრიც“, - განაცხადა მან.

კობა ნაყოფიას თქმით, არჩევნები გამჭვირვალედ, ორგანიზებულად ტარდება და პარტიის ამომრჩევლის ფარულობა სრულად არის უზრუნველყოფილი. „არჩევნების დასრულების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, კითხვები არ იქნება, მით უმეტეს, თითოეულ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა ჩაატაროს აუდიტი და დარწმუნდება, რომ რაღაც ჩარევას და მანიპულაციას ადგილი არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა, ამიტომ მოვუწოდებ, აღიარონ არჩევნების შედეგები და მიესალმონ გამარჯვებულ კანდიდატს“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG