Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მცირე წინსვლაზე აცხადებს, უკრაინა დამატებითი იარაღის მიწოდებას ელოდება


საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები
საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები

რუსეთის ძალები აცხადებენ, რომ მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ინტენსიურ ბრძოლებში - იმ ცნობების ფონზე, რომ მოსკოვმა უკრაინის საზღვართან, კურსკის რეგიონში საზღვრის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით დამატებითი ძალები განათავსა.

კიევმა უარყო განცხადებები, რომლებითაც 30 იანვარს გამოვიდა დონეცკის რეგიონში რუსეთის მიერ კონტროლირებული ნაწილის ადმინისტრატორი დენის პუშილინი - მან თქვა, რომ რუსეთის ძალების წინსვლაა ქალაქ ვუჰლედართან, რომელიც ამჟამად ეპიცენტრია აღმოსავლეთ უკრაინის კონტროლისთვის მიმდინარე ბრძოლაში.

"ჩვენ პოზიციები არ დაგვიკარგავს" - განაცხადა იევგენ იერინმა, რეგიონში უკრაინის არმიის პრესმდივანმა.

უკრაინა დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდებს, დააჩქარონ მისთვის იმ მძიმე აღჭურვილობის მიწოდების პროცესი, რომელსაც ბოლო კვირებში დაჰპირდნენ - იმ ფონზე, როცა რუსეთის რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად. უკრაინა ცდილობს შეინარჩუნოს ტერიტორია აღმოსავლეთით.

XS
SM
MD
LG