Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ჯარისკაცის სასამართლოს გარეშე დაპატიმრებას ითვალისწინებს


მობილიზებული რუსები სამხედრო ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე მიდიან
მობილიზებული რუსები სამხედრო ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე მიდიან

სახელმწიფო სათათბირომ მოამზადა ცვლილება "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" ფედერალურ კანონში, რომლის მიხედვითაც, მობილიზაციის ან საომარი მდგომარეობის პერიოდში შესაძლებელი უნდა გახდეს სამხედრო მოსამსახურეების დისციპლინური დაპატიმრება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

დოკუმენტის მიღების შემთხვევაში, მეთაურები ან სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები შეძლებენ სამხედრო მოსამსახურეების დაკავებას. გარდა ამისა, დისციპლინური დაპატიმრების დროს ჯარისკაცებს კუთვნილი თანხა არ აუნაზღაურდებათ.

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" ამჟამად მოქმედი კანონი დისციპლინურ დაპატიმრებას განსაზღვრავს, როგორც „ზემოქმედების უკიდურესი ზომას“, რომლის დროსაც დამნაშავე ჯარისკაცი პატიმრობას ექვემდებარება ჰაუპტვახტის პირობებში. ამავე დროს, დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ საგარნიზონო სამხედრო სასამართლოს შეუძლია.

გასული წლის სექტემბერში რუსეთის ხელისუფლებამ გაამკაცრა სამხედრო ნაწილების უნებართვო მიტოვებისთვის არსებული სასჯელი.

ამ დროიდან ასობით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ, როგორც მათ მიმართ, ვინც თავი აარიდა გაწვევას - ე.წ. "ნაწილობრივ მობილიზაციას - ან უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG