Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუბერნატორი: უკრაინის ძალები კვლავ აკონტროლებენ ბელოგოროვკას, ლუგანსკის რეგიონის ბოლო მონაკვეთს


უკრაინა, ლუგანსკის რეგიონი, საილუსტრაციო ფოტო
უკრაინა, ლუგანსკის რეგიონი, საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის ძალები კვლავ აკონტროლებენ სოფელ ბელოგოროვკას - განაცხადა ლუგანსკის რეგიონის სამხედრო გუბერნატორმა სერჰი ჰაიდაიმ 5 თებერვალს და დასძინა, რომ ვითარება ადგილზე დაძაბულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება.

"რუსეთის ფედერაციაში ვრცელდება ცნობები ბელოგოროვკის დაკავების და იქიდან ჩვენი ხალხის გაძევების შესახებ", - უთხრა ჰაიდაიმ სახელმწიფო ტელევიზიას.

მოსკოვის მიერ დანიშნული რამდენიმე ოფიციალური პირი და პრომოსკოვურად განწყობილი ბლოგერები ბოლო ხანებში წერენ რუსეთის ძალების პროგრესზე ბელოგოროვკის მიმართულებით, რომელიც უკრაინის ძალების მიერ კონტროლირებული ბოლო მონაკვეთია ლუგანსკის რეგიონში.

XS
SM
MD
LG