Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იზრდება თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა

სულ მცირე 76 ადამიანი დაიღუპა და 440 დაშავდა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში გამთენიისას მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. მანამდე დადასტურებული იყო 20-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი.

სააგენტო „ანადოლუ“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი კაჰრამანმარაშის პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გაზიანთეპის მახლობლად იყო.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

„ანადოლუს“ ცნობით, პირველ ბიძგს მოჰყვა კიდევ 42, რომელთაგან ყველაზე ძლიერის მაგნიტუდა 6,6 იყო. თურქეთში მიწისძვრის ეპიცენტრში დანგრეული ან დაზიანებულია ასეულობით შენობა. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. თურქეთის ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დაზარალდა 10 ქალაქი, მათ შორის გაზიანთეპი, მალათია, ადანა და დიარბაქირი.

ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა კვიპროსზე, სირიაში, ეგვიპტეში, ლიბანსა და ერაყში. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 42 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG