Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 10 დასახლებულ პუნქტთან


უკრაინის არმიის სამხედროები ქალაქ ბახმუტთან. 2023 წლის 6 თებერვალი
უკრაინის არმიის სამხედროები ქალაქ ბახმუტთან. 2023 წლის 6 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 6 სარაკეტო და 24 საავიაციო დარტყმა და 75 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის დონეცკის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის და ხერსონის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე ცალკეულ მიმართულებებზე ახდენს გადაჯგუფებას და მისი ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევაზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის სამი და დონეცკის ოლქის შვიდი დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ქალაქ ბახმუტში.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 2 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 8 რაიონი.

XS
SM
MD
LG