Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწისძვრის შედეგად, შესაძლოა, 5 მილიონზე მეტი სირიელი დარჩეს უსახლკაროდ - გაერო


ნანგრევების გაწმენდა სირიის ქალაქ ლატაკიაში
ნანგრევების გაწმენდა სირიის ქალაქ ლატაკიაში

სირიაში, შესაძლოა, დაახლოებით 5.3 მილიონი ადამიანი დარჩეს უსახლკაროდ ამ კვირაში რეგიონში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, - ამის შესახებ 10 თებერვალს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა სირიაში, სივანკა ჯანაპალამ განაცხადა.

ბოლო მონაცემებით, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად სირიაში დაღუპულთა რიცხვმა ოთხ ათასს გადააჭარბა, ხოლო ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა. უფრო დიდი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა მიწისძვრას თურქეთში, სადაც დაღუპულა რაოდენობა 20 ათასს უახლოვდება.

დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

XS
SM
MD
LG