Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქოში დილით დანიშნული სინოდის სხდომა ჯერ არ დაწყებულა


საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოში დღეს, 14 თებერვალს 12:00 საათზე დანიშნული სინოდის სხდომა ჯერ არ დაწყებულა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.

მან სხდომის დაწყების დაგვიანების მიზეზი არ განმარტა და თქვა, რომ ის დღეს, "ჩვეულებრივ ჩატარდება მოგვიანებით".

2-წლიანი პაუზის შემდეგ სინოდის სხდომა დღეს პირველად უნდა გამართულიყო. საპატრიარქოში დილიდან შეიკრიბნენ მღვდელმთავრები.

სხდომის დაწყებამდე უცნობი იყო განსახილველი საკითხები. შესვლამდე დეკანოზმა ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ განსახილველი საკითხები ჯერ ცნობილი არ არის და პატრიარქი უშუალოდ სხდომაზე გამოიტანს მათ. ასევე, კითხვაზე, განიხილება თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, ჯაღმაიძემ თქვა, რომ "უკრაინის საკითხი მზად არაა".

განახლება: საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაგეგმილიდან რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო.

XS
SM
MD
LG