Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველის ეგო


ავტორი: ლუკა კერესელიძე

ქართველი ეკონომიკური პრობლემების გამო აქციაზე არ გამოვა, მისი ეგო ფრანგისაზე მაღალია.

ქართველი კლიმატის კრიზისის გამო აქციაზე არ გამოვა, მისი ეგო გერმანელისაზე მაღალია.

ქართველი სოციალური უთანასწორობის გამო აქციაზე არ გამოვა, მისი ეგო შვედისაზე მაღალია.

ქართველი განათლების სისტემის გასაპროტესტებლად აქციაზე არ გამოვა, მისი ეგო ფინელისაზე მაღალია.

ქართველი სამედიცინო სფეროს პრობლემების გასაპროტესტებლად აქციაზე არ გამოვა, მისი ეგო დანიელისაზე მაღალია.

ქართველი მოუწესრიგებელი გენგეგმის წინააღმდეგ აქციაზე არ გამოვა, მისი ეგო ჩეხისაზე მაღალია.

ქართველი ხელისუფლების წინააღმდეგ ხმას არ ამოიღებს, მისი ეგო ბელარუსელისაზე მაღალია.

ქართველი პოლიციელის ძალადობის გასაპროტესტებლად აქციაზე არ გამოვა, მისი ეგო ამერიკელისაზე მაღალია.

ქართველი ერთ კანდიდატიანი არჩევნების წინააღმდეგ აქციაზე არ გამოვა, მისი ეგო ესტონელისაზე მაღალია.

ქართველი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო აქციაზე არ გამოვა, მისი ეგო ლიეტუველისაზე მაღალია.

ქართველი არასწორად აშენებული კორპუსის ჩამონგრევის გამო აქციაზე არ გამოვა, მისი ეგო ისლანდიელისაზე მაღალია.

ქართველი რუსული პროდუქციის მაღაზიებიდან ამოღების გამო აქციაზე არ გამოვა, მისი ეგო უკრაინელისაზე მაღალია.

ქართველი სავალდებულო საყარაულო მონობის გასაპროტესტებლად აქციაზე არ გამოვა, მისი ეგო რუმინელისაზე მაღალია.

ქართველი ქალთა კვლის გამო აქციაზე არ გამოვა, მისი ეგო ესპანელისაზე მაღალია.

ქართველი ბავშვის გაუპატიურების გამო აქციაზე არ გამოვა, მისი ეგო პორტუგალიელისაზე მაღალია.

ქართველი ცხოველთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ აქციაზე არ გამოვა, მისი ეგო ნიდერლანდელისაზე მაღალია.

ქართველი გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე არ გამოვა, მისი ეგო იტალიელისაზე მაღალია.

ქართველი კულტურული რეპრესიების გამო აქციაზე არ გამოვა, მისი ეგო ინგლისელისაზე მაღალია.

ქართველი თავისი პრემიერის მინისტრის წინააღმდეგ არ წავა, მისი ეგო უნგრელისაზე მაღალია.

ქართველი ფაშიზმს არ გააპროტესტებს, მისი ეგო პოლონელისაზე მაღალია.

ქართველი ყველაზე მაგარია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG