Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში კორპუსში ჩავარდა ლიფტი, რომელშიც ხუთი ადამიანი იყო


ბათუმი, შემთხვევის ადგილი
ბათუმი, შემთხვევის ადგილი

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. არიან დაშავებულები.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ლიფტში ხუთი ადამიანი დახვდა, საიდანაც სამის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG