Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და კანადის ძალებმა ალასკის მახლობლად რუსეთის თვითმფრინავები გადაიტაცეს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

სამშაბათს აშშ-ისა და კანადის თვითმფრინავებმა რუსეთის რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი - გამანადგურებლები და სტრატეგიული ბომბდამშენები - გადაიტაცეს ალასკის მახლობლად მდებარე ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში. თვითმფრინავები კვლავ რუსეთის საჰაერო სივრცეში დააბრუნეს.

კანადისა და აშშ-ის საჰაერო სივრცის დაცვის ერთობლივი დაცვის (NORAD) ხელმძღვანელობის ცნობით, რუსეთის თვითმფრინავებს არ გადაუკვეთიათ ამ ქვეყნების სახელმწიფო საზღვრები და არ შეუქმნიათ საფრთხე. უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ ინციდენტი არ არის დაკავშირებული მფრინავ ობიექტებთან, რომელთაგან რამდენიმე ჩამოაგდეს კანადისა და აშშ-ის ტერიტორიებზე გასული კვირის განმავლობაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ განაცხადა, რომ 14 თებერვალს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების რაკეტების მზიდი სტრატეგიული თვითმფრინავები გეგმურ ფრენას ახორციელებდნენ ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში ბერინგის ზღვის თავზე. სამინისტროში აღნიშნეს, რომ ფრენები ტარდება საჰაერო სივრცის გამოყენების საერთაშორისო წესების მკაცრი დაცვით.

მანამდე ერთი დღით ადრე მსგავსი ინციდენტი მოხდა ბალტიის ზღვის თავზე: 13 თებერვალს რუსეთის მზვერავი თვითმფრინავი Il-20M, რომელსაც ორი გამანადგურებელი ახლდა თან, პოლონეთის საჰაერო საზღვრის მახლობლად შეამჩნიეს ნატოს ძალებმა. ნიდერლანდის გამანადგურებლებმა, რომლებიც პოლონეთის სამხედრო ბაზა ბალბორკში არიან დისლოცირებული, ჰაერში ავიდნენ და რუსეთის თვითმფრინავები ნეიტრალური სივრცის სიღრმეში წაიყვანეს. ნიდერლანდის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთის თვითმფრინავები კალინინგრადის ოლქში მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზიდან მოფრინავდნენ.

XS
SM
MD
LG