Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ქალაქ ხმელნიცკიში მინიმუმ ორი სამოქალაქო პირი დაიჭრა


"კალიბრის" ტიპის მაღალი სიზუსტის რაკეტის გაშვება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ხომალდიდან. 2019 წ. 17 ოქტომბერი.
"კალიბრის" ტიპის მაღალი სიზუსტის რაკეტის გაშვება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ხომალდიდან. 2019 წ. 17 ოქტომბერი.

მინიმუმ ორი სამოქალაქო პირი დაიჭრა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის შუშები ჩაიმსხვრა დასავლეთ უკრაინის ქალაქ ხმელნიცკიში, მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს რუსეთმა სარაკეტო იერიში განახორციელა, განაცხადეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ „კალიბრის“ ტიპის ოთხი რაკეტიდან ორი ჩამოაგდო. რაკეტები რუსეთმა შავი ზღვიდან გაისროლა.

ხმელნიცკის მერის, ოლექსანდრ სიმჩიშინის თქმით, კიევიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ამ ქალაქში ორი რაკეტა ჩამოვარდა.

უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის სახელმწიფო კომპანიამ ასევე 18 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის ორმა ფრთოსანმა რაკეტამ ჩაუფრინა სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურს.

ოქტომბრის დასაწყისიდან მოკიდებული რუსეთი პერიოდულად ახორციელებს ხოლმე სარაკეტო იერიშებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით - ენერგეტიკის ობიექტებზე. ეს დროდადრო იწვევს ელექტრომომარაგების, გათბობისა და წყალმომარაგების შეწყვეტას ცივი ზამთრის პერიოდში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG