Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კარგმა დედებმა“ ბერლინალეზე სერიალების პირველი პრიზი მოიპოვა


პირველად ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე - "ბერლინალეზე", სერიალებს შორის პრიზი გათამაშდა და ის მიანიჭეს „კარგ დედებს“ (The Good Mothers).

ბრიტანულ-იტალიური სერიალი მოგვითხრობს იტალიური მაფიის „ნდრანგეტას“ ოჯახში სამ დედაზე, რომლებიც პროკურორ ქალთან თანამშრომლობენ, რათა სისტემა შიგნიდან დაანგრიონ.

სტივენ ბაჩერდის სცენარი ეფუძნება ელექს პერის რომანს, რომელიც ნამდვილ ამბავზეა აგებული.

ჟიურის დასკვნის თანახმად, ჯულიან ჯეროლდის და ელისა ამორუზოს რეჟისორობით შექმნილი სერიალი - „კარგი დედები“ დამაჯერებელია მრავალშრიანი ხასიათებით და ტოვებს სინამდვილის განცდას.

XS
SM
MD
LG