Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურებიან


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

განახლება: მეტროს მუშაობა სრულად აღდგენილია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებიან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეფერხება გამოიწვია მს „ახმეტელის თეატრის“ ჩიხში ტექნიკურმა პრობლემამ.

„ადგილზე იმყოფება კომპანიის შესაბამისი სამსახურები ხარვეზის დროული აღმოფხვრის მიზნით", - აღნიშნავს თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში მს „ვარკეთილიდან“ მს „გურამიშვილამდე“ და პირიქით.

XS
SM
MD
LG