Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარმა დონბასში რვა მიმართულებით წამოიწყო შეტევა, თუმცა უშედეგოდ-უკრაინის სარდლობა


უკრაინელი ჯარისკაცი ცეცხლს უშენს რუსეთის პოზიციებს დონბასში, 2023 წლის 15 თებერვალი
უკრაინელი ჯარისკაცი ცეცხლს უშენს რუსეთის პოზიციებს დონბასში, 2023 წლის 15 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსულმა ჯარებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს დონბასის რვა დასახლებული პუნქტის მახლობლად.

"ავდეევკისა და შახტარსკის მიმართულებით, მტერმა წამოიწყო შეტევა კამენკაში, ვოდიანეში, მარიინკაში, პობედასა და ნოვო მიხაილოვსკიში, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა. კუპიანსკისა და ლიმანსკის მიმართულებით, მტერმა ჩაატარა რამდენიმე წარუმატებელი შეტევითი მოქმედება სტელმახოვკის, ბელოგოროვკის, სერებრიანსკის სატყეო მეურნეობისა და ფედოროვკას რაიონებში", - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების მოხსენებაში.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის შედეგად, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და მთავარ ამოცანად გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის "მთლიანად გათავისუფლება".
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.
XS
SM
MD
LG