Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენ არ დავისვენებთ მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს-ევროკავშირის საბჭო


ჩვენ არ დავისვენებთ მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს და მისი ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,-ამის შესახებ ევროკავშირის საბჭომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

"არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება შეიჭრას მეზობელ ქვეყანაში ან დაარღვიოს მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს აგრესია არის დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ. იგი არღვევს გაეროს წესდებას, გაეროს პრინციპებს და საკაცობრიო ღირებულებებს. ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა ვიყოთ პასიურები ასეთი დანაშაულების წინაშე. რუსეთი სისტემატურად უტევდა მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებდა ქალაქებს და თავს ესხმოდა უკრაინულ იდენტობას. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ომის ყველა დამნაშავე და რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით უკრაინის წინააღმდეგ სხვა მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები", - აცხადებენ ევროკავშირის საბჭოს წევრები.

ევროკავშირი პირობას დებს, რომ "უდრეკი და სრული სოლიდარობით" გააგრძელებს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს აუცილებელი იქნება.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის შედეგად, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და მთავარ ამოცანად გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის "მთლიანად გათავისუფლება".
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.
XS
SM
MD
LG